სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლიძე.

დიმიტრი ევსევის ძე დოლიძე (დ. 5 სექტემბერი, 1908, ასკანა, ოზურგეთის მაზრა, — გ. 1 ივნისი, 1976) — ქართველი ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა. 1938 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშებასა და დაპროექტების საკითხებს. ავტორი და თანაავტორია სხვადასხვა სახელმძღვანელოებისა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება