დივეევოს მონასტერი

დივეევოს მონასტერი (რუს. Дивеевский монастырь) — დედათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის დივეევოს რაიონის სოფელ დივეევოში. დაარსებულია 1780-იან წლებში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

დივეევოს მონასტერი
დივეევოს მონასტერი — რუსეთი
დივეევოს მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°02′25″ ჩ. გ. 43°14′43″ ა. გ. / 55.04028° ჩ. გ. 43.24528° ა. გ. / 55.04028; 43.24528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა დივეევო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5201001000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1780-იანი წლები

იგი ითვლება ღვთისმშობლის მეოთხე წილხვედრ ადგილად საქართველოს, ათონის მთისა და კიევ-პეჩერის ლავრის შემდეგ.

ისტორია რედაქტირება

მონასტერი დაარსდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში: დაახლოებით 1758 წელს კიევში ჩავიდა მდიდარი რიაზანელი მემამულე აგათია მალგუნოვა (გარდაიცვალა 1789 წლის 13 ივნისს), რომელიც ახალგაზრდობაში გაშორდა ქმარს და გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა. იგი მონაზვნად აღკვეცეს კიევის ფლოროვის მონასტერში, დედა ალექსანდრას სახელით. ერთხელ საღამოს ლოცვების შემდეგ კიევ-პეჩერის ლავრაში გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც ალექსანდრას უთხრა: „ეს მე ვარ, თქვენი ღვთისმშობელი, მე მოვედი, რათა გითხრათ ჩემი ნება. არ მინდა, რომ შენ აქ დაასრულო შენი ცხოვრება. მე მინდა რომ წახვიდე აქედან იმ მიწაზე, რომელსაც მე გაჩვენებ. წადი ჩრდილოეთით რუსეთში და იქ დააარსე ჩემი წილხვდომილი მონასტერი. წადი და გზაში, ღვთის წყალობით და ჩემი ძალით მე შენთან ვიქნები“.

კიევ-პეჩერის ლავრის უხუცესებმა აღიარეს დედა ალექსანდრას ხილვა, როგორც ნამდვილი და მათი კურთხევით იგი წავიდა რუსეთში. 1760 წელს დედა ალექსანდრა მურომიდან გაემგზავრა საროვის უდაბნოში. საროვამდე 12 ვერსში მან შეისვენა სოფელ დივეევოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც მონაზონს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „აი სწორედ ესაა ადგილი, რომელზეც მე გესაუბრე, დააარსე აქ მონასტერი და მე მუდამ ვიქნები შენს გვერდით. ეს იქნება ჩემი მეოთხე წილხვდომილი ადგილი დედამიწაზე“.

1773-1774 წლებში დედა ალექსანდრამ დივეევოში საფუძველი ჩაუყარა ყაზანის ეკლესიის მშენებლობას. ეკლესიის კურთხევა შედგა 1780 წლის დასაწყისში. ეკლესიას ჰქონდა ორი საკურთხეველი: მარცხენა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე იყო ნაკურთხი, ძველი ხის ეკლესიის მსგავსად, ხოლო მარჯვენა სტეფანე პირველმოწამის სახელზე.

1788 წელს საროვის მამების პახომისა და ისაიას რჩევით და ასევე ვლადიმირის ეპარქიული განყოფილების გადაწყვეტილებით დედა ალექსანდრამ თხოვნით მიმართა ადგილობრივ მეწარმეს რათა ეკლესიისათვის შეეწირა 1 300 კვ. საჟენი მიწის ნაკვეთი.

1826 წლისთვის მონასტრის მონაზონ-მსახურთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

1861 წელს დივეევოს თემმა მიიღო მონასტრის სტატუსი. პირველი იღუმენია გახდა მარია (ელიზავეტა უშაკოვა). 1848 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპისკოპოსმა იაკობმა თავისი ხელით საფუძველი ჩაუყარა სამების ეკლესიას. ეკლესია შენდებოდა 27 წელი. მშენებლობა მიმდინარეობდა არქიტექტორ ალექსანდრე რეზანოვის პროექტის მიხედვით, რომელსაც ამ პერიოდისათვის უკვე დასრულებული ჰქონდა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი. ეკლესია აკურთხეს 1875 წლის 28 ივლისს. კურთხევის ცერემონიალი შეასრულა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპისკოპოსმა იოანიკემ.

1885 წელს დასრულდა საიღუმენიო კორპუსის მშენებლობა. 1902 წელს კორპუსის აღმოსავლეთ ნაწილს მიაშენეს კარის ეკლესია, რომელიც აკურთხეს მოციქულთასწორის მარიამ მაგდალინელის სახელზე. 1903 წელს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ვიზიტის დროს აღასრულეს საღვთო ლიტურგია.

1904 წელს იღუმენია მარიას გარდაცვალების შემდეგ იღუმენიად აირჩიეს ალექსანდრა (ტრაკოვსკაია). 1917 წელს მონასტერში ცხოვრობდა 270 მონაზონი და 1 474 მორჩილი. 1919 წელს მონასტერი დაარეგისტრირეს, როგორც სამუშაო არტელი და განაგრძობდა მუშაობას. რამდენიმე მაცხოვრებელმა მონასტერი დატოვა.

1927 წლის 21 სექტემბერს ეკლესია დახურეს. იღუმენია ალექსანდრა მონაზვნების გარკვეულ ჯგუფთან ერთად დასახლდა მურომის ხარების მონასტერში.

თანამედროვეობა რედაქტირება

 
სამების ეკლესია

ეკლესიის აღორძინება დაიწყო 1988 წელს, როდესაც დარეგისტრირდა საეკლესიო მრევლი[1]. 1989 წლის 22 აპრილს გორკისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა ნიკოლაიმ აკურთხა ხის ეკლესია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1991 წელს აღსდგა სამონასტრო ცხოვრება.

1991 წლის 31 ივლისს დივეევოში საზეიმოდ დააბრუნეს სერაფიმ საროველის სხეული, რომელიც ამ ეკლესიის მთავარი სიწმინდეა.

1995 წელს პრეზიდენტის ბრძანებით ყაზანის ეკლესიას მიენიჭა ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი.

2003 წელს შედგა სერაფიმ საროველის კანონიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი. ღვთისმსახურება ჩაატარა პატრიარქმა ალექსი II-მ. 2004 წელს კი აღნიშნეს სერაფიმეს დაბადებიდან 250 წლისთავი.

რელიქვიები რედაქტირება

სერაფიმ საროველის ზარი რედაქტირება

2008 წელს მონასტერს დაუბრუნეს ზარი, რომელიც შეძენილი იყო სერაფიმ საროველისაგან. ზარის წონა იყო 16 კგ. იგი შეიძინა 1829 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის ბაზრობაზე. ზარზე ამოკვეთილია დამკვეთის სახელი. ბზარის გამო იგეგება მისი გადატანა მუზეუმში[2].

პირველი იღუმენიის პორტრეტი რედაქტირება

2009 წლის 6 მარტს მონასტერს გადასცეს პირველი იღუმენიის ალექსანდრა მელგუნოვას პორტრეტი[3]. პორტრეტი დახატეს მონასტრის მონაზვნებმა. 1927 წლიდან პორტრეტი ინახებოდა გლეხის ოჯახში სოფელში, რომელიც მდებარეობდა იოშკარ-ოლასთან ახლოს. იგეგმება, რომ პორტრეტი შემდეგ დაკიდონ იღუმენიის აღდგენილი კელიის კედელზე[3].

სკიტეები და მეტოქიები რედაქტირება

 
არზამასის მეტოქი

ყველა სკიტეში და მეტოქიში მოქმედებს ტაძრები. სკიტეებში დები დაკავებულები არიან სოფლის მეურნეობით. მეტოქიებს კი ძირითადად აქვთ წარმომადგენლობითი ფუნქციები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Возобновление богослужений в Дивееве. Свято-Троицкий Серафимо-Дивеевский женский монастырь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-19. ციტირების თარიღი: 2009-09-10.
  2. КОЛОКОЛ ПРЕПОДОБНОГО СЕРАФИМА САРОВСКОГО ВОЗВРАЩЕН В ДИВЕЕВСКИЙ МОНАСТЫРЬ
  3. 3.0 3.1 В Свято-Троицкий Серафимо-Дивеевский монастырь вернулся портрет первой игумении обители დაარქივებული 2012-06-22 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 6 марта 2009 года
  4. Мария Владимирова и Валерия Колбикова. (01.11.06) Господь очень близко. Журнал «Нескучный сад». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2010-01-19.
  5. Ларькина, Ольга. (08.08.2003) Благодать прольется чудом…. Благовест. ციტირების თარიღი: 2010-01-19.
  6. В церкви Свято-Никольского скита Серафимо-Дивеевского монастыря освящен главный престол. Свято-Троицкий Серафимо-Дивеевский монастырь (21 октября 2006 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-30. ციტირების თარიღი: 2010-01-19.
  7. Освящение храма в Серафимовском скиту. Сайт Дивеевского монастыря (2012-12-10).
  8. Митрополит Георгий освятил храм в честь преподобного Серафима Саровского დაარქივებული 2016-10-18 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская митрополия, 10 декабря 2012 года
  9. 9 ноября исполнится 145 лет со времени учреждения Серафимо-Понетаевского женского монастыря, Нижегородская епархия, 27 октября 2009 года
  10. Восстановление Понетаевского скита. Свято-Троицкий Серафимо-Дивеевский монастырь (30 января 2010 года). ციტირების თარიღი: 2010-02-19.[მკვდარი ბმული]