დიდი მაკედონია ან გაერთიანებული მაკედონია (მაკედ. Обединета Македонија) – მაკედონელ რადიკალ-ირედენტისტების პოპულისტური, პანსლავური და პანბალკანური იდეა. ჩამოყალიბდა დიდი ალბანეთისა და დიდი სერბეთის იდეების საპირისპიროდ. იდეა და თავად ტერმინი გაჩნდა 1913 წელს ბუქარესტის შეთანხმების შედეგად.

დიდი მაკედონიის რუკა

დიდი მაკედონიის შემადგენლობაში მოიაზრებოდა თანამედროვე მაკედონიის რესპუბლიკა, საბერძნეთის მაკედონია, ბულგარეთის ბლაგოევგრადის ოლქი, ალბანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ოლქები და სერბეთის სამხრეთი ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება