დიდი კლდეისი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (კლდეისის თემი). მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კლდეისის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1380 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 32 კილომეტრით.

სოფელი
დიდი კლდეისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი კლდეისი
კოორდინატები 41°34′53″ ჩ. გ. 44°15′04″ ა. გ. / 41.58139° ჩ. გ. 44.25111° ა. გ. / 41.58139; 44.25111
ცენტრის სიმაღლე 1380
მოსახლეობა 28[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი კლდეისი — საქართველო
დიდი კლდეისი
დიდი კლდეისი — ქვემო ქართლი
დიდი კლდეისი
დიდი კლდეისი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
დიდი კლდეისი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 90 45 45
2014[1]   28 16 12

ისტორია რედაქტირება

სოფელში და მის ირგვლივ ძველი ნამოსახლარები და ეკლესიების ნანგრევებია, მათგან აღსანიშნავია სოფლის შუაგულში შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X-XI სს.), რომლისთვისაც მოგვიანებით ჯერ სამხრეთიდან და შემდეგ ჩრდილოეთიდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ-სარკმელთა მორთულობისა და კარნიზის, აგრეთვე ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II