დიდი კაცხისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე კაცხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, ჭიათურიდან 12 კილომეტრი. სოფელში არის საბაზო სკოლა[2] და საბავშვო ბაღი.

სოფელი
დიდი კაცხი

სოფელ დიდი კაცხის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი კაცხი
კოორდინატები 42°17′09″ ჩ. გ. 43°12′17″ ა. გ. / 42.28583° ჩ. გ. 43.20472° ა. გ. / 42.28583; 43.20472
ცენტრის სიმაღლე 560
მოსახლეობა 629[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი კაცხი — საქართველო
დიდი კაცხი
დიდი კაცხი — იმერეთის მხარე
დიდი კაცხი

ისტორია რედაქტირება

სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. გვიანფეოდალური ხანის წყაროებში ნახსენებია კაცხის ციხე. ის თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კი კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაში იყო. 1802 წელს ერეკლე II-ის მრჩეველი სოლომონ ლიონიძე სამოღვაწეოდ იმერეთში სოლომონ II-ის სამეფო კარზე გადავიდა. 1804 წლის 3 ოქტომბრის სიგელით მეფემ მას უბოძა მდივანბეგობა და ყმა-მამული „კაცხი საკალმახე წყლით“. სოლომონ მსაჯულის ეზოში XX საუკუნეში ფუნქციონირებდა დიდი კაცხის სკოლა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 629 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 802 378 424
2014[1]   629 304 325

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა კაცხის ციხე. სოფელში ასევე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია დიდი კაცხის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია ჭალისკლდის ჭა და ჭალისკლდის მღვიმე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 416.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 20

სქოლიო რედაქტირება