დიდების ორდენი (რუს. Орден Славы) — სამხედრო ორდენი. დაწესდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 8 ნოემბრის ბრძანებულებით. დიდების ორდენით აჯილდოებდნენ საბჭოთა არმიის რიგით და სერჟანტთა შემადგენლობას, ავიაციაში კი უმცროს ლეიტენანტებსაც, რომელთაც თავი გამოიჩინეს სამშობლოსათვის ბრძოლაში. ორდენი წარმოადგენს ხუთქიმიან ვარსკვლავს; 3 ხარისხისაა, I ხარისხისა მზადდება ოქროსაგან, II და III ხარისხისა — ვერცხლისაგან. ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს.

დიდების ორდენი

ლიტერატურა რედაქტირება