დიდგორი 1

ქართული საბრძოლო ჯავშანმანქანა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.

დიდგორი I — ჯავშანტრანსპორტიორი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.

დიდგორი I
ტიპი ჯავშანტრანსპორტიორი
წარმომავლობის ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2011 - დღემდე
იყენებენ საქართველოს სახმელეთო ჯარები
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
მწარმოებელი სსსტც „დელტა“
რაოდენობა 25 +
ვარიანტები დიდგორი 2
დიდგორი 3
მახასიათებლები
წონა – 8200 კგ (საბრძოლო წონა 8850 კგ)
სიგრძე 6120 მმ
სიგანე 2350 მმ
სიმაღლე 2350 მმ
გათვლა / ჯგუფეული 7*2 ჯარისკაცი

შექმნის ისტორია რედაქტირება

შექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ, რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.

ტექნიკური მახასიათებლები რედაქტირება

ჯავშანტრანსპორტიორი შექმნიალია Ford F-550 ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილის ბაზაზე. მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა, დიდგორი-1 აღჭურვილია თერმული ვიზუალიზაციის კამერებით. ინფორმაცია კამერებისგან გადადის სამ სხვადასხვა მინიტორზე: ერთი მძღოლისთვის,ერთი მეთაურისთვის და ერთი დესანტისთვის. მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ღამის ხედვის სათავალით და „GPS“-ის ნავიგაციური სისტემით.

ჯავშანი რედაქტირება

ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას გააჩნია 3 ფენიანი სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.

შეიარაღება რედაქტირება

მანქანის მულტიფუნქციური პლატფორმა საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟდეს შეიარაღების სხვადასხვა სისტემები, მათ შორის: სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო მოდულები, სადაზვერვო სისტემები და სხვა

ვარიანტები რედაქტირება

  • დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
  • დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
  • დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
  • დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა

სურათები რედაქტირება

მომხმარებლები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება