დიდგორი (თრიალეთის ქედი)

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.

დიდგორიმთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, დაბა მანგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადების — ვერესა და ნიჩბისისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1631 მ. აგებულია ზედა- და შუაეოცენის თიხებით, ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. კალთები დამრეცია, დანაწევრებულია ეროზიული ხეობებით. შემოსილია წიფლის ტყით. მწვერვალზე მეორეული სუბალპური მდელოა. ამ მიდამოებში 1121 წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა.

დიდგორი
მთა დიდგორი
მთა დიდგორი
კოორდინატები: 41°45′38″ ჩ. გ. 44°30′25″ ა. გ. / 41.76056° ჩ. გ. 44.50694° ა. გ. / 41.76056; 44.50694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1631 
ქედი თრიალეთის ქედი
ამგებელი ქანები თიხა, ქვიშაქვა, ტუფ-ბრექჩია და ტუფი
დიდგორი (თრიალეთის ქედი) — საქართველო
დიდგორი (თრიალეთის ქედი)
დიდგორი (თრიალეთის ქედი) — ქვემო ქართლი
დიდგორი (თრიალეთის ქედი)
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება