დიდგორის არქეოლოგიური ძეგლები

დიდგორის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები დიდგორის ველზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). გათხარეს 1975.

ყველაზე ადრეულია გვიანდელი ნეოლითის ხანის ნასახლარი. ადგილ გრძელ ველზე, დიდგორიდან სოფ. ღვევისაკენ (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მიმავალი გზის პირას გაითხარა 3 ყორღანი. სავარაუდოა, რომ სამივე ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებისაა.

სოფ. ტაბარუკიდან (მცხეთის მუნიციპალიტეტი) დიდგორზე მიმავალი გზის პირას გაითხარა ქვაყრილიანი ყორღანი, რომელიც აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის მიხედვით, ძვ. წ. XV–XIV სს-ით თარიღდება. ძეგლი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის იმ არქეოლოგიურ კულტურის წრეს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ქვემო ქართლში, კახეთში, დასავლეთ აზერბაიჯანსა და სომხეთში. საკუთრივ დიდგორის ბორცვი ბუნებრივი წარმოშობისაა. მის ძირზე არის ფეოდალური ხანის ნასახლარი, თხემზე კი — სალოცავი ხატი.

1990 წელს დიდგორის ველზე აღიმართა დიდგორის ბრძოლის მემორიალი (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტექტორი თ. გუნია).

ლიტერატურა რედაქტირება