დიდაჭარასოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდაჭარა, ბოღაური, ირემაძეები).[2]

სოფელი
დიდაჭარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი
თემი დიდაჭარა
კოორდინატები 41°39′57″ ჩ. გ. 42°20′46″ ა. გ. / 41.66583° ჩ. გ. 42.34611° ა. გ. / 41.66583; 42.34611
ცენტრის სიმაღლე 1000
მოსახლეობა 938[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდაჭარა — საქართველო
დიდაჭარა
დიდაჭარა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
დიდაჭარა

მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 5 კმ-ით.

ისტორია და კულტურა რედაქტირება

დიდაჭარა ზემო აჭარის უძველესი სოფელია. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ტერმინი „დიდაჭარა“ „ქუეყანას“ აღნიშნავდა; ასეთი მნიშვნელობითაა ის დადასტურებული გიორგი მთაწმინდლის „ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლაში“ (XI ს.): „...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“.

დიდაჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. XIV– XIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცულების განძი. სოფელში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლიდიდაჭარის ჯამე, რომელიც 1831-1832 წლებშია აშენებული.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 938 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1438 680 758
2014[1]   938 455 483

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება