დიდაქტიკური ლიტერატურა

დიდაქტიკური ლიტერატურა — დამრიგებლური ხასიათის ლიტერატურა, რომელიც მხატვრული ფორმით გადმოსცემს მეცნიერულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, მორალურ პრინციპებსა და იდეებს, მიზნად ისახავს ადამიანის ზნეობრივ აღზრდას, სულიერ ამაღლებას.

დიდაქტიკური ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. განსაკუთრებით გავრცელებულია ალეგორიული ეპოსი, იგავ-არაკი, აფორიზმი, არაკი, მორალიტე, სასკოლო დრამა და სხვ.

ზოგადად დიდაქტიკური ლიტერატურა გამოხატავს ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სულისკვეთებას. მაგალითად, შუა საუკუნეებში დიდაქტიკური ხასიათი ჰქონდა რელიგიურ ლიტერატურას (მარტინ ლუთერის „საუბრები სუფრასთან", ერაზმუს როტერდამელის „საოჯახო საუბრები", იოანე ბოლნელის ქადაგებანი და სხვ.). დიდაქტიკურმა მოტივებმა არაერთი მწერლის შემოქმედებაში დაიკავა ძირითადი ადგილი (ლაფონტენის, ლესინგის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ჯ. ლილოს პიესები და სხვ.).

ლიტერატურა რედაქტირება