დიატრემა (აფეთქების მილი, ბერძ. diatrēma – ხვრელი) — მილისებრი არხი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანური აირების აფეთქების შედეგად (აფეთქების მილი). ყველაზე მეტად ცნობილია კიმბერლიტური ტიპის აფეთქების მილი. აფეთქების მილს ზოგჯერ გააჩნია ორი ან უფრო მეტი არხი, რომელიც ამობურცულია ან სიღრმეში, ან გაერთიანებულია ერთ სხეულში.

დაიკი დიატრემა

ზოგჯერ ამოვსებულია ალმასის შემცველი ულტრაფუძე ვულკანური ბრექჩიის მსგავსი ქანით — კიმბერლიტით. ხშირად გეგმაში მათ გააჩნიათ ოვალური ფორმა.

არხის ფართობი და სიღრმე სხვადასხვაა. დიამეტრი იცვლება რამდენიმე მეტრიდან 1,5 კმ-მდე. აფეთქების მილი საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. იგი გვხვდება ევროპის, აფრიკის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება