დვარკანათ თაგორი (ბენგ. দ্বারকানাথ ঠাকুর; დ. 1794, კალკუტა — გ. 1 აგვისტო, 1846, ლონდონი) — ერთ-ერთი პირველი ინდოელი მრეწველი და მეწარმე, თაგორების ოჯახის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ე.წ. ბენგალის აღორძინებაში. [1]

დვარკანათ თაგორი
დაბადების თარიღი 1794
კალკუტა ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 აგვისტო 1846
ლონდონი დიდი ბრიტანეთი
დაკრძალულია ლონდონი კენსალ გრინის სასაფლაო
საქმიანობა მეწარმე
შვილ(ებ)ი დებენდრანათ თაგორი (1817-1875)
ნარენდრანათთაგორი
გირინდრანათ თაგორი (1820-1854)
ბუპენდრანათ თაგორი
ნაგენდრანათ თაგორი (1829-1858).
მშობლები მამა: რამანი თაგორი

ბიოგრაფია რედაქტირება

დვარკანათ თაგორი დაიბადა  კალკუტის პოლიციის ოფიცრის, ბრაჰმან ნილმანი თაკურის ოჯახში, 1799 წლიდან მას ზრდიდნენ დედის უშვილო უმცროსი და და მისი მეუღლე, რომლებიც რეალურად მისი აღმზრდელი მშობლები გახდნენ. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, 1804 წელს კი ჩიტურის შერბურნის სკოლაში ჩაირიცხა. 1807 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა მისი მამინაცვალი რამლოჩანი, რომელმაც მთელი თავისი ქონება მაშინდელ მცირეწლოვან დვარკანათს უბოძა. 1810 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა და გახდა  ცნობილი კალკუტელი ადვოკატ რობერტ ფერგიუსონის ასისტენტი.  მუდმივად დადიოდა კალკუტასა და საკუთარ მამულებს შორის.[2][3]

დვარკანათმა ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან  დაიქირავა ევროპელები საკუთარი მამულების სამართავად და აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციებს ინდიგოს, აბრეშუმის და შაქრის წარმოებასა და ვაჭრობაში. 1822 წელს, თავისი საწარმოების მართვის პარალელურად  სამსახური დაიწყო ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიაში. 1827 წელს სკანდალში გაეხვა იმასთან დაკავშირებით, რომ დვარკანათმა, სავარაუდოდ, მიითვისა მარილის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი; მან შეძლო დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, მაგრამ 1834 წლის ივნისში დატოვა  სამსახური კომპანიაში  და დაუბრუნდა ექსკლუზიურად მეწარმის ცხოვრებას. ამავდროულად, კომპანიასთან  ურთიერთობის გაწყვეტამდეც კი, 1828 წელს  გახდა ბანკის პირველი ინდოელი ხელმძღვანელი, ხოლო 1829 წელს კალკუტაში დააარსა Union Bank.

 
დავარანკანათ თაგორის ბიუსტი ინდოეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 
მონუმენტი დვარანკანათ თაგორის საფლავზე. ლონდონი, კენსალ გრინის სასაფლაო.

დვარკანათ თაგორის სამეწარმეო საქმიანობა ძალიან მრავალფეროვანი იყო. 1832 წელს მან იყიდა პირველი ინდური ქვანახშირის მაღარო რანიგანჯში , რომელიც საბოლოოდ გახდა ბენგალის ქვანახშირის კომპანია. ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ ძალიან დიდი შხუნებით.  დვარაკანათი  ძალიან გამდიდრდა. მის სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ:  "როგორც ზამინდარი, დვარკანათი იყო დაუნდობლად ეფექტური და  საქმიანი, მაგრამ არა გულუხვი"[4]

ის აგრეთვე დაკავებული იყო ჩინეთიდან ექსპორტირებული ჩაის ასამის დაბლობზე პლანტაციის მოწყობის პროექტით და ჩინეთში დიდი რაოდენობით ოპიუმის გაყიდვით.[5] პოლიტიკურად თაგორი ლოიალური იყო და თვლიდა, რომ ინდოეთის კეთილდღეობა მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო შესაძლებელი. 1838 წლის 21 მარტს მან შექმნა მიწათმფლობელთა საზოგადოება, სადაც შეკრიბა მდიდარი და ბრიტანეთის მონარქიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მემამულეები. თაგორმა ასევე 1836 წელს  დააარსა კალკუტის საჯარო ბიბლიოთეკა, ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც ახლა  ინდოეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელითაა ცნობილი.

 
დვარანკანათ თაგორის პორტრეტი, 1907 წ.

დვარკანათ თაგორი გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, როდესაც  იმყოფებოდა„ წარმატების ზენიტში“ ლონდონში 1846 წლის 1 აგვისტოს, შაბათს საღამოს სენტ-ჯორჯის სასტუმროში ძლიერი ჭექა-ქუხილის და კაკლის ზომის სეტყვის დროს. იგი დაკრძალეს 1846 წლის 5 აგვისტოს კენსალ გრინის სასაფლაოზე. [6][7]

დვარკანათ თაგორის შთამომავლები რედაქტირება

დვარკანათი დაქორწინებული იყო დიგამბარი დევიზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი ვაჟი: დებენდრანათ თაგორი (1817-1875), ნარენდრანათი, გირინდრანათი (1820-1854), ბუპენდრანათი და ნაგენდრანათი (1829-1858).

ლიტერატურა რედაქტირება

  • NK Sinha, The Economic History of Bengal 1793–1848, III, Calcutta, 1984.
  • Sengupta, Subodh Chandra and Bose, Anjali (editors), 1976/1998, Sansad Bangali Charitabhidhan (Biographical dictionary) Vol I, (in Bengali), p223. ISBN 81-85626-65-0

სქოლიო რედაქტირება

  1. Dwarkanath Tagore // Trinity College Library
  2. "History of the Adi Brahmo Samaj (1906)"
  3. Dwarkanath Tagore // Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
  4. Kling, Blair B. Partner in Empire: Dwarkanath Tagore and the Age of Enterprise in Eastern India. — University of California Press, 1976; Calcutta, 1981. — P. 32. — ISBN 0-520-02927-5.
  5. Kulke, Hermann; Rothermund, Dietmar (2004). A History of India (4th ed.). New York, NY: Routledge. p. 265. ISBN 0-415-32920-5. Retrieved 18 September 2011.
  6. Kling, Blair B., Partner in Empire: Dwarkanath Tagore and the Age of Enterprise in Eastern India, p. 32. University of California Press, 1976; Calcutta, 1981. ISBN 0-520-02927-5
  7. Kripalani, Krishna (1981). Dwarkanath Tagore, A Forgotten Pioneer: A Life. New Delhi, India: National Book Trust, India. pp. 246–7.