დეჰისტანი
დეჰისტანი (თურქმ. Dehistan) ან მაშად-მისირიანი (თურქმ. Maşat-Misserian) — ისტორიული ქალაქი თურქმენეთში. მდებარეობს ბალკანის ველაიათში. შედგება დიდი სასაფლაო მაშადისაგან, რომელშიც მდებარეობს შირ-ქაბირის X საუკუნის მავზოლეუმი და X-XV საუკუნეების ქალაქ მისირიანის ნანგრევებისაგან. დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში და აყვავებას მიაღწია ხორეზმშაჰების მმართველობის პერიოდში. დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა შემდეგ ქალაქი კვლავ განაშენიანდა. არსებობდა XIV საუკუნემდე.
ისტორიული ქალაქი | |
---|---|
დეჰისტანი Dehistan | |
ქვეყანა | თურქმენეთი |
კოორდინატები | 38°16′12″ ჩ. გ. 54°37′28″ ა. გ. / 38.27000° ჩ. გ. 54.62444° ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. IX-VIII სს. |
ადრეული სახელები | მაშად-მისრიანი |
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დეჰისტანში აღმოაჩინეს რამდენიმე მეჩეთი, ქარავან-სარაი და წყლისმომარაგების სისტემა: თხრილები, არხები, კანალიზაცია. 1998 წლიდან დეჰისტანი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების კანდიდატთა სიაში.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- დეჰისტანი დაარქივებული 2011-02-11 საიტზე Wayback Machine.
- დეჰისტანი იუნესკოს საიტზე
- დეჰისტანი — Wikimapia