დეციმუს იუნიუს იუვენალისი

დეციმუს იუნიუს იუვენალუსი (ლათ. Decimus Iunius Iuvenalis) (დ. დაახ. 60 — გ. დაახ. 127) — I საუკუნის მიწურულის და II საუკუნის დასაწყისის რომაელი სატირიკოსი და პოეტი.

დეციმუს იუნიუს იუვენალისი
ლათ. Decimus Iunius Iuuenalis
დაბადების თარიღი 55
დაბადების ადგილი Aquino[1]
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 128
გარდაცვალების ადგილი რომი
საქმიანობა პოეტი, მწერალი[2] [3] და ისტორიკოსი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
Magnum opus Satires

ბიოგრაფია რედაქტირება

 
Saturae, 1535

იუვენალისის ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი არაა ცნობილი, თუმცა არსებობს მისი ცხოვრების აღწერის არაერთი ვერსია, ყველაზე ადრეული IV საუკუნისაა, მაგრამ არც ერთი მათგანი სანდო არაა, რადგან პოეტის სიკვდილის შემდეგ არაერთი საუკუნის მერეა დაწერილი. სავარაუდოდ იუვენალისი დაიბადა 50-დან 60 წლამდე ქალაქ აკვიტინუმში რომის მახლობლად. იგი იყო მდიდარი ყოფილი მონის შვილი ან აღსაზრდელი. როგორც ჩანს მან მიიღო კარგი განათლება და შესაძლოა მისი მასწავლებელი იყო იმ დროინდელი განთქმული ორატორი მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსი. სავარაუდოდ იგი ეწეოდა ვექილობას, მაგრამ როგორც ჩანს არც ისე წარმატებულად.

სატირების წერა იუვენალუსმა დომიციანეს სიკვდილის შემდეგ, 96 წლიდან დაიწყო, როდესაც რომში სიტყვის თავისუფლება აღდგა. როგორც ჩანს იგი საჯაროდ კითხულობდა თავის სატირებს და წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ზოგი ცნობებით მისმა საჯარო კითხვებმა მას უსიამოვნობების მოუტანა. ზოგი ცნობებით იგი თითქმის 80 წლის ასაკში გააგზავნეს ეგვიპტეში ან ბრიტანეთში სადაც გარდაიცვალა, თანამედროვე მკვლევარები მის გადასახლებას ლეგენდად მიიჩნევენ. სატირიკოსის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, ცხადია მხოლოდ ის, რომ იგი 127 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

იუვენალისის სატირებიდან ავტორის ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ცნობების მიღება შეიძლება, სატირებში კარგად ჩანს მისი პიროვნება, მაგრამ ავტორი გაურბის თავისი ცხოვრების ფაქტების შესახებ საუბარს. მიუხედავად ამისა სატირებიდან ჩანს რომ იუვენალუსი არ იყო მდიდარი, მისივე სატირები მიუთითებენ, რომ იუვენალისი რომში კლიენტის ცხოვრებას ეწეოდა.

შემოქმედება რედაქტირება

იუვენალისის შემოქმედებას სატირის ჟანრისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი შემოქმედების გარეშე სატირა ალბათ არ შეიძენდა იმ მნიშვნელობას რაც მას დღემდე აქვს. იუვენალისის სატირებიდან ჩვენამდე მოაღწია თექვსმეტმა ჰექსამეტრიულმა სატირად 5 წიგნად, რომლებიც 100 - 127 წლებში იყო გამოცემული. იუვენალისის სატირები ასევე ნახსენებია მრავალრიცხოვან სიებში. ჩვენამდე მოაღწია სატირების დაახლოებით 300 ხელნაწერმა, ყოველი მათგანი საკმაოდ გვიანდელია და არაერთხელ იქნა გადაწერილი.

იუვენალისმა წერა ტრაიანეს პერიოდში დაიწყო და განაგრძო ადრიანეს მმართველობის პერიოდშიც. ორივე ეს იმპერატორი წარმოადგენდა არისტოკრატიის შეხედულებით იმპერატორის იდეალს. ჩვენთვის ცნობილია პლინიუს უმცროსის წერილებიდან ტრაიანეს ქება. ამ დროს ლიტერატურის ასპარეზზე გამოვიდა მწერალთა მთელი პლეადა, ვინც დომიციანეს დროს წერას ვერ ბედავდა. იუვენალისიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.

იუვენალისის პირველ წიგნებში იგრძნობა ავტორის ენთუზიაზმი, რომელიც დესპოტი იმპერატორის სიკვდილითაა გამოწვეული, იგი ამხელს ტირანიას და დესპოტიზმს, გვიანდელ სატირებში კი, რომლებიც ადრეანეს მმართველობის პერიოდშია დაწერილი, ავტორი უფრო ზოგად საკაცობრიო პრობლემებს განიხილავს.

იუვენალუსი სატირები ამხელს ადამიანთა ნაკლოვანებებს. მისი სატირები გაჟღენთილია პესიმიზმით, მას არ სჯერავს საზოგადოების გამოსწორების, იგი ხედავს მხოლოდ ბოროტებას. იუვენალისის სატირა უკომპრომისოა, იგი არ ცდილობს ჩაწვდეს მოვლენებს. მისთვის სწმყო არაფერს კარგს არ შეიცავს, ხოლო მონავალი არაფრის კარგის მომტანი არაა. იუვენალისი არაა ორიგინალური, იგი სხვა პოეტებივით დიდებულ წარსულს მისტირის. გვიანდელი სატირები ნაკლებად პესიმისტურია. იგი ძირითადად აწმყოს კი არა დომიციანეს და ნერონის დროინდელ წარსულს ამხელს, თუმცა მიუთითებს რომ იმდროინდელი ხალხის ნაკლოვანებები არ მომკვდარა.

პოეტის სტილი განგებ მოუწესრიგებელია, იგი ცდილობდა მსმენელისთვის ექსპრომტის ილუზია შეექმნა. სატირებში არაა ზედსართავების სიჭარბე, იუვენალისს სრულიად აკმაყოფილებენ არსებითი სახელები და ზმნები. იგი რეალისტური სცენების აღწერის ნამდვილი ოსტატია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება