დეციმა (ლიტერატურა)

ტერმინს „დეციმა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დეციმა.

დეციმა (ლათ. decem — ათი) — ათტაეპიანი სტროფის მყარი ფორმა, რომელშიც ქალური და ვაჟური რითმების თანამიმდევრობა ასეთია: abbaaccddc. ამ ფორმის შექმნა XVI საუკუნის ესპანელ პოეტს ვ. ესპინელს მიეწერება (დეციმას მეორე სახელწოდებაა ესპინელა). დეციმა გავრცელებულია ესპანურ პოეზიაში. იშვიათად გვხვდება სხვა ხალხთა პოეტურ შემოქმედებაში, ქართულში დეციმა არ დასტურდება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 489, თბ., 1978