დეფისი (გერმ. Divis; ლათ. divisio — დაყოფა, დანაწევრება) — გრაფიკული ნიშანი, მოკლე, პატარა ჰორიზონტალური ხაზი (-).[1] დეფისი სასვენი ნიშანია და არ უნდა აგვერიოს პუნქტუაციურ ნიშან — ტირესთან. იმისათვის, რომ არ მოხდეს დეფისისაა და ტირეს აღრევა, დედნებსა და კორექტურებში დეფისს აღნიშნავენ ორი პატარა ხაზით (=). კომპიუტერულ ანაწყობში, ხშირად, უმართებულად, ტირეს ნაცვლად ხმარობენ.[2] დეფისით შეერთებული სიტყვები, როგორც წესი, ერთსა და იმავე „სემანტიკურ ველს“ განეკუთვნება და ხშირად სინონიმებად ან ანტონიმებად გვევლინება.[3] მაგალითად გამოიყენება გრამატიკული ელემენტის გამოსაყოფად (მაგ., წერ-ს, და-წერ-ილ-ი) და აგრეთვე სიტყვის გადასატანად სტრიქონიდან სტრიქონში (მაგ., ქა-ლა-ქი, წიგ-ნი).[4]

დეფისი
-  ‑ 
პუნქტუაცია
აპოსტროფი ( ’ ' )
ფრჩხილები ( [ ], ( ), { }, ⟨ ⟩ )
ორწერტილი ( : )
მძიმე ( , ، 、 )
ტირე ( , –, —, ― )
მრავალწერტილი ( …, ..., . . . )
ძახილის ნიშანი ( ! )
წერტილი ( . )
დეფისი ( )
დეფის-მინუსი ( - )
კითხვის ნიშანი ( ? )
ბრჭყალები ( ‘ ’, “ ”, ' ', " " )
წერტილ-მძიმე ( ; )
წილადის ნიშანი ( /,  ⁄  )
სიტყვის გამყოფი
ინტერპუნქტი ( · )
ნიშანსივრცე ( ) ( ) ( )
ზოგადი ტიპოგრაფია
ამპერსანდი ( & )
ვარსკვლავი ( * )
@ ნიშანი ( @ )
უკუწილადი ( \ )
სიის მარკერი ( )
კაერტის ნიშანი ( ^ )
† სიმბოლო ( †, ‡ )
გრადუსის სიმბოლო ( ° )
გადაბრუნებული კითხვის და ძახილის ნიშანები ( ¡ )
გადაბრუნებული კითხვის ნიშანი ( ¿ )
ოქტოთორპი ( # )
ნომრის ნიშანი ( )
გაყოფის ნიშანი ( ÷ )
რიგობითი ინდიკატორი ( º, ª )
პროცენტი, პრომილე ( %, ‰ )
პლუსი და მინუსი ( + − )
საბაზისო პუნქტი ( )
აბზაცის ნიშანი ( )
შტრიხი ( ′, ″, ‴ )
პარაგრაფის ნიშანი ( § )
ტილდა ( ~ )
ქვეტირე ( _ )
ვერტიკალური ხაზი ( ¦, ‖, | )
ინტელექტუალური საკუთრება
საავტორო უფლების ნიშანი ( © )
დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი ( ® )
მომსახურების ნიშანი ( )
მომიჯნავე უფლებების ნიშანი ( )
სავაჭრო ნიშანი ( )
ვალუტის ნიშნები
ვალუტის ნიშანი (საერთო) ( ¤ )
ვალუტის ნიშანი (კონკრეტული)
( ฿ ¢ $ ƒ £ ¥ )
იშვიათი ტიპოგრაფია
ასტერიზმი ( )
ფლერონი ( )
ინდექსი ( )
ინტერობანგი ( )
ირონული ნიშანი ( )
რომბის ნიშანი ( )
შენიშვნა ( )
კვანძი ( )
სხვა
დიაკრიტიკული ნიშნები
ლოგიკური სიმბოლოები
ციტატების ნიშნები ( « », „ ” )
სხვა დამწერლობებში
ჩინური პუნქტუაცია
ებრაული პუნქტუაცია
იაპონური პუნქტუაცია
კორეული პუნქტუაცია

დეფისს იყენებენ ერთზე მეტი მნიშვნელობის (ჩვეულებრივ, ორმნიშვნელობიანი) რთული სიტყვების კომპონენტთა დასაკავშირებლად. ამ შემთხვევაში ენაცვლება და კავშირს (მაგალითად, ცოლ-ქმარი). ამ დროს წინა კომპონენტი ფუძის სახით წარმოდგება (მაგალითად, თუშ-ფშავ-ხევსურეთის სოფლები); გაორმაგებული ფუძეებისა თუ ფორმების დასაკავშირებლად (მაგალითად, ორ-ორი); დანართიანი სახელის შემცველი მსაზღვრელ-საზღვრულს შორის (მაგალითად, სახლ-მუზეუმი); ორმაგი გვარის გასაფორმებლად (მაგალითად, ლადო ალექსი-მესხიშვილი); შესიტყვების ფორმის მქონე უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა, კერძოდ, ქალაქების სახელწოდებათა კომპონენტებს შორის (მაგალითად, ნიუ-იორკი); აკრონიმული, ანუ ინიციალური წესით შედგენილი უცხოური აბრევიატურების გასაფორმებლად, კომპონენტების საწყისი ასოების სახელწოდებათა შორის (BBC — ბი-ბი-სი, CNN — სი-ენ-ენი); მომიჯნავე ციფრების ან სიტყვიერად გამოხატული რიცხვების დასაკავშირებლად და/ან კავშირის ფუნქციით (I-II კლასები, ხუთი-ექვსი წლის ბავშვები, X-XI საუკუნეები, 2010-2011 წლები); თუ სხვაობა შეერთებულ რიცხვებს შორის ერთზე მეტია, მაშინ საწყისსა და ბოლო ციფრს შორის გრძელი ხაზი, ტირე (–) დაიწერება (მაგ., XII – XVIII საუკუნეები, 2000 – 2005 წლები) და სხვა.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 487.
  2. დეფისი - საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი
  3. 3.0 3.1 ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-24. ციტირების თარიღი: 2014-04-16.
  4. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 3 გვ. 1154, თბ., 1953