დესკაბესადო-გრანდე

დესკაბესადო-გრანდე (ესპ. Descabezado Grande) — სტრატოვულკანი ცენტრალურ ჩილეში, მაულეს რეგიონში. სიმაღლე 3953 მ.[1] დაფარულია ყინულით ამოვსებული 1,4 კმ სიგანის კალდერით და სახელი ეწოდა ბრტყელი ზედაპირის მქონე ფორმის გამო, სადაც „descabezado“ ესპანურიდან „თავმოკვეთილს“ აღნიშნავს. უფრო პატარა 500 მ სიგანის კრატერი განლაგებულია კალდერის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მოქმედი ფუმაროლები შეინიშნება. ვულკანი აგებულია ანდეზიტებითა და რიოდაციტებით, არის პიროკლასტური ნაკადების ნალექებიც. საერთო მოცულობა დაახლოებით 30 კუბური კილომეტრია. სამხრეთით, 7 კმ-ში მდებარე ვულკან სერო-ასულთან ერთად შეადგენს ფართო ვულკანური მინდვრის ნაწილს. დესკაბესადო-გრანდეს უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1932 წლის ივნისს.[2]

დესკაბესადო-გრანდე
კოორდინატები: 35°35′ ს. გ. 70°45′ დ. გ. / 35.583° ს. გ. 70.750° დ. გ. / -35.583; -70.750
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
ტერიტორიული ერთეული მაულეს რეგიონი
სიმაღლე 3953 
ტიპი სტრატოვულკანი
ასაკი პლეისტოცენი
პირველი ასვლა 1897
ბოლო ამოფრქვევა 1932 წლის ივნისი
დესკაბესადო-გრანდე — ჩილე
დესკაბესადო-გრანდე

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება