დესვენტურადასის კუნძულები

დესვენტურადასის კუნძულები (ესპ. Islas Desventuradas) — ოთხი პატარა კუნძულისგან შემდგარი ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ჩილეს სანაპიროდან 850 კმ-ის მოშორებით, დედაქალაქ სანტიაგოს ჩრდილო-დასავლეთით. ოთხივე კუნძულის საერთო ფართობია 4 კმ².

დესვენტურადასის კუნძულების რუკა
მდებარეობა ჩილესთან

კუნძულები საკმაოდ უნაყოფოა და ძირითადად კლდეებისაგან შედგება. მწირ მცენარეულ საფარს წარმოადგენს ბუჩქები, გვიმრები და ერთწლიანი ბალახები. კუნძულებზე არაა არანაირი მუდმივი ნაკადული და მტკნარი წყალი. ხერხემლიანებიდან, აქ მხოლოდ ჩიტები ბინადრობენ.

კუნძულების იზოლირებულობისა და ძნელად მისადგომობის გამო, აქ არაა ადამიანთა დასახლება. მხოლოდ კუნძულ სან-ფელიქსზე განლაგებულია ჩილეს ფლოტის რაზმი. ასევე არსებობს 2 000 მეტრის სიგრძის ასაფრენი ბილიკი.

დესვანტურადასის კუნძულები 1520 წელს პირველად ინახულა ფერნანდო მაგელანმა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება