დესემბარკო-დელ-გრანმა

დესემბარკო-დელ-გრანმა (ესპ. Parque Nacional Desembarco del Granma) — ეროვნული პარკი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გრანმის პროვინციაში. სახელი ეწოდა იმ იახტის პატივსაცემად, რომლითაც 1956 წელს ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, რაულ კასტრო და სხვა 79 თანამოაზრე მექსიკიდან დაბრუნდნენ კუბის რევოლუციის ორგანიზებისთვის.

დესემბარკო-დელ-გრანმა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 19°53′00″ ჩ. გ. 77°38′00″ დ. გ. / 19.88333° ჩ. გ. 77.63333° დ. გ. / 19.88333; -77.63333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 889
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 889
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი შეიქმნა 1986 წელს. მისი ფართობი 261,8 კმ²-ია. პარკის ტერიტორია უნიკალურ გეოლოგიურ და გეომორფოლოგიურ არეალს წარმოადგენს და ძირითადად ფრიალო კლდეებითა და კარსტებით ხასიათდება.

1999 წელს, იუნესკომ დესემბარკო-დელ-გრანმა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება