დერკ-ჰარტოგი (ინგლ. Dirk Hartog Island) — კუნძული დასავლეთ ავსტრალიის რეგიონის, გასკოინის სანაპიროსთან. იგი შარკის ყურესთან ერთად არის შეტანილი მსოფლიოს მემკვიდრეობის არეალში. კუნძული დაახლ. 80 კმ-ია სიგრძეში, ხოლო სიგანე 3-სა და 15 კილომეტრს შორის. იგი არის დასავლეთ ავსტრალიის უდიდესი და ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძული. ფართობი დაახლ. 620 კმ²-ს შეადგენს და დაახლ. 850 კმ-ითაა დაშორებული პერთიდან.

დერკ-ჰარტოგი
მშობ. სახელი: ინგლ. Dirk Hartog Island

კუნძულის რუკა
გეოგრაფია
25°50′ ს. გ. 113°05′ ა. გ. / 25.833° ს. გ. 113.083° ა. გ. / -25.833; 113.083 (Dirk Hartog Island)
მდებარეობა შარკის ყურე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 624,8 კმ²
სიგრძე 80 კმ
სიგანე 3-15 კმ
სანაპიროს სიგრძე 192,9 კმ
უმაღლესი წერტილი 185 მ
დასავლეთ ავსტრალია

გეოგრაფია რედაქტირება

დერკ-ჰარტოგი წარმოადგენს შტატის ყველაზე დიდ და ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულს, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიის გასკოინის რეგიონის სანაპიროს სიახლოვეს. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კონცხი სტიპ-პოინტი, ყველაზე დასავლეთით მდებარე ავსტრალიის კონტინენტალური წერტილი. მანძილი ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილამდე შეადგენს მხოლოდ 2 კმ-ს; დასავლეთ ავსტრალიის დედაქალაქ პერთამდე — დაახლოებით 850 კმ. დერკ-ჰარტოგი ნატურალისტის ყურის მეშვეობით გამოყოფილია კუნძულ დორისაგან და დენემის ყურის მეშვეობით ნახევარკუნძულ პერონისაგან. კუნძულის ფართობია — 624,8 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 192,9 კმ.[1] კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 80 კმ-ს, სიგანე მერყეობს 3 კმ-დან 15 კმ-მდე.

კუნძულის ლანდშაფტი უპირატესად წარმოადგენს დიუნას, რომელიც დაფარულია დაბალი ბუჩქებით. ძველად კუნძულზე განლაგებული იყო მეცხვარეობის ფერმა, რომელშიც იყო დაახლოებით 20 ათასი ცხვარი, მაგრამ ამჟამად კუნძულზე ამ ცხოველების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა.

კუნძულ დერკ-ჰარტოგზე ბუდობენ დიდი რაოდენობით ზღვის კუები და ენდემური ქვესახეობა ლათ. Malurus leucopterus.

ისტორია რედაქტირება

კუნძული აღმოჩენილ იქნა 1616 წლის 25 ოქტომბერს ნიდერლანდელი მოგზაურის დერკ ჰარტოგის მიერ, რომლის გემიც ასცდა კურსს კეიპტაუნიდან ჯაკარტაში ცურვის დროს. მოგზაურმა კუნძულს უწოდა «Eendrachtsland» და დატოვა მასზე მოკალული თეფში, რომელზეც ამოტვიფრული იყო თავისი სახელი და კუნძულის აღმოჩენის თარიღი.[2]

1697 წელს კუნძულზე იმყოფებოდა ნიდერლანდელი მოგზაური ვილემ ფლამინგი. იპოვა რა ჰარტოგის თეფში, რომელიც იმ დროს ძლიერ დაზიანებული იყო, მან გადაწყვიტა გამოეცვალა იგი ახლით (მაგრამ ორიგინალური წარწერით) და ძველი წაეღო ამსტერდამში სახელმწიფო მუზეუმში საჩვენებლად. ეს თეფში გახდა უძველესი ევროპული არტეფაქტი ავსტრალიის ისტორიაში.

1699 წელს კუნძულზე გადაჯდა ინგლისელი მოგზაური და მეკობრე უილიამ დამპირი, რომელმაც კუნძულზე შეკრიბა ადგილობრივი ფლორის სახეობის კოლექცია, ასევე გაკეთდა ნახატები ფრინველების, თევზების და სხვა ფაუნის წარმომადგენლების გამოსახულებით.[3]

1772 წლის მარტში ფრანგი კაპიტანი ფრანსუა-მარი ალენსე დე სენტ-ალუარნი (ფრანგ. François Alense de St Allouarn), რომელიც გადაჯდა კუნძულზე, გამოაცხადა იგი საფრანგეთის მეფის საკუთრებად. კუნძულზე მისი და ფრანგების ყოფნის დასამტკიცებლად მიწაში მათ ჩამარხეს ბოთლი, რომელშიც ჩადებული იყო ქაღალდი, სადაც დაწერილი იყო კუნძულის საფრანგეთის მიერ ანექსიის შესახებ, იქვე გვერდზე ჩაფლეს ორი ფრანგული მონეტა. ბოთლი (მხოლოდ ანექსირების შესახებ წარწერიანი ქაღალდის გარეშე) და ერთი მონეტა ნაპოვნი იქნა მხოლოდ 1998 წელს.[4][5]

1801 წელს კუნძული კვლავ მოინახულეს მოგზაურებმა, მაგრამ ამჯერად ფრანგულმა ექსპედიციამ, რომლის მეთაურიც იყო კაპიტანი ჟაკ ფელიქს ემანუელ ამელინი. მოგზაურმა ასევე აღმოაჩინა მოკალული თეფში, მაგრამ გადაწყვიტა დაეტოვა იგი კუნძულზე. მაგრამ უკვე 1818 წელს სხვა ფრანგმა მოგზაურმა, ლუი დე ფრეისინემ იგი წაიღო საფრანგეთში და აჩუქა საფრანგეთის აკადემიას პარიზში (შემდგომში იგი დაიკარგა და ნაპოვნი იქნა მხოლოდ 1940 წელს; 1947 წელს თეფში დაბრუნდა ავსტრალიაში[6]).

1869 წელს კუნძულის არენდის უფლება მიენიჭა ფრანსუა ლუი ფონ ბიბრას (ფრანგ. Francis Louis von Bibra), რომელმაც კუნძულზე ორგანიზება გაუკეთა მეცხვარეობის ფერმას, ასევე დაიწყო გუანოს გაყიდვა.[7] ამის გარდა, მალე კუნძულის სიახლოვეს ორგანიზება გაუკეთდა მარგალიტის მოპოვებას. 1908 წელს კუნძულზე, ინსკრიპციის კონცხზე, დაიწყო შუქურის მშენებლობა, რომელიც დამთავრდა 1910 წელს.

1969 წლიდან დღევანდელ დღემდე კუნძული დერკ-ჰარტოგი იჯარის სახით ეკუთვნის უორდლის (ინგლ. Wardle family) ოჯახს.

2008 წლის 16 მარტს დაახლოებით 240 კმ-ში კუნძულიდან დასავლეთით ნაპოვნი იქნა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული დამხმარე კრეისერის «კორმორანის» ნამსხვრევები.[8]

სქოლიო რედაქტირება

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.
  2. Favenc, Ernest. (1888)Introduction – Part I. The History of Australian Exploration from 1788 to 1888. Project Gutenberg of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.
  3. William Dampier. ABC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.
  4. FRANCE AND AUSTRALIA. THE "PRISE DE POSSESSION" by Myra Stanbury. Western Australian Maritime Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-19. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.
  5. French explorers: Saint Alouarn by Myra Stanbury. Western Australian Maritime Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-27. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.
  6. Where are the plates now?. Western Australian Maritime Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-13. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.
  7. Nyman, Lois; von Bibra, Graeme (1996). The von Bibra story. Launceston, Tasmania: Foot & Playsted, გვ. 64–66. ISBN 9780959718812. OCLC 38406671. 
  8. Australian Associated Press (2008-03-16). „HMAS Sydney hunt digs up the Kormoran“. The West Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-22. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2009.