დენის ბერგკამპი (ნიდერლ. Dennis Bergkamp [ˈdɛnɪs ˈbɛrxkɑmp]; დ. 10 მაისი, 1969) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი.

დენის ბერგკამპი
დენის ბერგკამპი 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Dennis Nicolaas Bergkamp
დაბადების
თარიღი
10 მაისი, 1969 (1969-05-10) (54 წლის)
დაბადების
ადგილი
ამსტერდამი, ნიდერლანდები
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1981–1986 აიაქსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1986–1993 აიაქსი 185 (103)
1993–1995 ინტერნაციონალე 52 (11)
1995–2006 არსენალი 315 (87)
ეროვნული ნაკრები
1990–2000 ნიდერლანდები 79 (37)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბერგკამპი საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი შიშით ფრენის მიმართ, იგი არასდროს არ მიჰყვებოდა გუნდს გასვლით თამაშებში თუ ავტობუსით ჩასვლა შეუძლებელი იყო. ჰოლანდიელ ფეხბურთელს ფრენის შიში 1994 წელს გაუჩნდა, როდესაც ნიდერლანდების ნაკრების თვითმფრინავს დაჯდომისას პრობლემები შეექმნა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა ამერიკაში.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1969 წელს, ამსტერდამში. 1995 წელს, არსენალის შოტლანდიელმა მწვრთნელმა, ბრუს რიოკმა 7.5 მილიონ ფუნტად გადმოიყვნა მილანის ინტერნაციონალედან. ბერგკამპმა პრემიერლიგაში 11 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, გაიტანა 87 გოლი. ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მის კარიერაში არის, 2002 წელს ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ გატანილი გოლი, როდესაც ერთი საოცარი მოძრაობით ჩამოიშორა ბერძენი ნიკოს დაბიძასი და შემდეგ უკვე ერთ-ერთზე შეი გივენის კარში გოლის ფორმალობაღა იყო. დენი ბერგკამპმა კარიერა არსენალში, 2006 წელს დაასრულა. გაიმართა გამოსათხოვარი მატჩიც, სადაც ერთმანეთს არსენალი და აიაქსი ეთამაშნენ.

ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 79 მატჩი, გატანილი აქვს 37 გოლი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება