დეიმოსი

(გადამისამართდა გვერდიდან დეიმოსი (თანამგზავრი))

დეიმოსი (ბერძ. Δείμος — „საშინელება“) — პლანეტა მარსის ყველაზე პატარა და შორი თანამგზავრი. მისი დიამეტრია დაახლოებით 6 კილომეტრი. პლანეტის ცენტრიდან დაშორებულია 23.5 ათასი კილომეტრით. აღმოჩენილია 1877 წლის 12 აგვისტოს ამერიკელი ასტრონომის ასაფ ჰოლის მიერ.

დეიმოსი

სახელი მომდინარეობს დეიმოსიდან, რომელიც არის შიშის განსახიერება ბერძნულ მითოლოგიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება