დეივი (მთვარის კრატერი)

კრატერი დეივი (ლათ. Davy) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილვადი მხარის ეკვატორულ ნაწილში, ღრუბლების ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სახელი ეწოდა ინგლისელი ქიმიკოსის, ფიზიკოსისა და გეოლოგის ჰამფრი დეივის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს).

მთვარის კრატერი
დეივი
Davy
მონაცემები
დიამეტრი 33.94 კმ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ჰამფრი დეივი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
11.85° ს. გ. 8.15° დ. გ. / 11.85° ს. გ. 8.15° დ. გ. / -11.85; -8.15
ციური სხეული მთვარე
დეივი (მთვარის კრატერი) — მთვარე
დეივი (მთვარის კრატერი)
დეივი ვიკისაწყობში

აღწერა რედაქტირება

კრატერ დეივის დასავლეთით მდებარეობს კრატერი კუნდტი; კრატერი პალისა — ჩრდილოეთით; კრატერი პტოლემეოსი — ჩრდილო-აღმოსავლეთით; კრატერი ალფონსი სამხრეთ-აღმოსავლეთით; კრატერი ალ-ბიტრუჯი — სამხრეთ-აღმოსავლეთით და კრატერი ლასელი — სამხრეთით. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 11°51′S 8°09′W / 11.85° ს. გ. 8.15° დ. გ. / -11.85; -8.15, დიამეტრი — 33.94 კმ, სიღრმე 0.82 კმ[1].

კრატერს რთული მრავალკუთხა ფორმა აქვს და ზომიერად განადგურებულია. ზვინულის კიდე გარკვეულწილად გალეულია, ზვინულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაფარულია სატელიტური კრატერით — დეივი A. ზვინულის შიდა ფერდობზე შემორჩენილია ტერასული სტრუქტურის კვალი. ზვინულის სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის მიმართ აღწევს 960 მ, კრატერის მოცულობა დაახლოებით 800 კმ³. თასის ფსკერი გადაკვალულია, მის პერიმეტრზე მდებარეობს ზვინულის მიმართ კონცენტრირებული ღარების ჯაჭვები. კრატერს ცენტრალური მწვერვალი არ გააჩნია, თუმცა თასის ცენტრში შეინიშნება მცირე სიმაღლეები.

სატელიტური კრატერები რედაქტირება

 
დევიდ კემბელის ფოტო
დეივი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 12°14′S 7°45′W / 12.23° ს. გ. 7.75° დ. გ. / -12.23; -7.75 (Дэви A) 13,2
B 10°53′S 8°56′W / 10.89° ს. გ. 8.94° დ. გ. / -10.89; -8.94 (Дэви B) 6,6
C 11°13′S 7°00′W / 11.22° ს. გ. 7° დ. გ. / -11.22; -7 (Дэви C) 3
G 10°22′S 5°06′W / 10.37° ს. გ. 5.1° დ. გ. / -10.37; -5.1 (Дэви G) 15,4
K 10°11′S 9°29′W / 10.19° ს. გ. 9.48° დ. გ. / -10.19; -9.48 (Дэви K) 3,1
U 12°58′S 7°10′W / 12.96° ს. გ. 7.17° დ. გ. / -12.96; -7.17 (Дэви U) 2,8
Y 11°03′S 7°15′W / 11.05° ს. გ. 7.25° დ. გ. / -11.05; -7.25 (Дэви Y) 69,6

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. John E. Westfall's Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2014-10-02