დევერა (ლათ. Deverra „გამოხვეტვა“) — ახალშობილთა და მშობიარეთა მფარველი ძველიტალიური ქალღმერთი, რომელიც ინტერციდონას და პილუმნუს (ქვასანაყი) შემწეობით იცავდა მელოგინე ქალის სახლში ღამით მისულ სამ მამაკაცს. ერთი ზღურბლზე ნაჯახს დაჰკრავდა, მეორე ქვასანაყს, მესამე ხვეტავდა, რითაც მშობიარის მტანჯველ ტყიურს სილვანუსს უკან აბრუნებდნენ. ცერემონია სიმბოლურად გამოხატავდა ნაჯახით ხის წაქცევას, სადილის მომზადებას და ცოცხით ნაყოფის დახვავებას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მითოლოგიური ლექსიკონი; ა. გელოვანი, გვ. 129. 1983 წ. თბილისი.