დედა-სომხეთი (სომხ. Մայր Հայաստան) — საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად დადგმული ქანდაკება ერევანში, სომხეთში. მონუმენტის სიმაღლეა 50 მეტრი, აქედან 23 მეტრი თვით ქანდაკების სიმაღლეა. მდებარეობს ახტანაკის (გამარჯვების) პარკში, ქალაქის ცენტრში.

დედა სომხეთი, მონუმენტი დგას გამარჯვების პარკში, აზათუთიანი გამზირზე (კასკადთან), ერევანი, სომხეთი

მონუმენტის კვარცხლბეკი აგებულია 1950 წელს არქიტექტორ რაფაელ ისრაელიანის მიერ და შესრულებულია გრანიტით, გამოყენებულია ეროვნული ორანამენტების მოტივები. თავდაპირველად ამ კვარცხლბეკზე აღმართული იყო სტალინის ქანდაკება (მოქანდაკე სერგეი მერკუროვი), რომელიც 1962 წელს ჩამოიღეს. ქანდაკება „დედა-სომხეთი“ აიგო 1967 წელს მოქანდაკე არა არუთიუნიანის მიერ, შესრულებულია ჭედური სპილენძით და ის სამშობლოს ძლიერებას განასახიერებს. ქანდაკება გამოსახავს დედას, რომელიც ხმალს ქარქაშში აგებს. მას ფერხთით ფარი უდევს. ფიგურას სტილიზებული ფორმის ხელები და ტანსაცმლის მკაცრი ნაკვთები აქვს. მონუმენტის ქვედა ნაწილში მოთავსებულია თავდაცვის სამინისტროს მუზეუმი, რომელშიც მეორე მსოფლიო და ყარაბაღის ომების დროინდელი ექსპონატებია გამოფენილი: გმირების პირადი ნივთები, იარაღი, დოკუმენტები და პორტრეტები. კვარცხლბეკის ირგვლივ გამოფენილია იმ პერიოდის შეიარაღების ნიმუშები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება