დებორა კერი (ინგლ. Deborah Jane Kerr-Trimmer) (დ. 30 სექტემბერი, 1921, გლაზგო, შოტლანდია — გ. 16 ოქტომბერი, 2007, ბოტსდეილი, ინგლისი) — შოტლანდიელი კინოს, ტელევიზიისა და თეატრის მსახიობი. ექვსჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ არც ერთხელ მიუღია ის.

დებორა კერი
დაბადების სახელი დებორა ჯეინ-კერ ტრიმერი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1921
გლაზგო, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 2007 (86 წლის)
ბოტსდეილი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1940-1986
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში

1956 — მეფე და მე

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1951 ვიდრე ჰხვალ? Quo Vadis ლიგია
1953 იულიუს კეისარი Julius Caesar პორცია
1953 ამიერიდან უკუნითი უკუნისამდე From Here to Eternity კარენ ჰოლმსი
1956 მეფე და მე The King and I ანა ლეონოვენსი
1957 დაუვიწყარი რომანი An Affair to Remember ტერი მაკკეი
1958 განცალკევებული მაგიდები Separate Tables სიბილი
1964 იგუანას ღამე The Night of the Iguana ჰანა
1982 ბრალდების მოწმე Witness for the Prosecution მედდა პლიმსოლი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დებორა კერი