დებორა (ებრ. דְּבוֹרָה) — ბიბლიის მიხედვით, წინასწარმეტყველი, პოეტი და მსაჯული ქალი. მისი პატრიოტული მოწოდებითა და ბელადობით ისრაელი ტომები საერთო მტრის - ქანაანელების წინააღმდეგ აღმდგარან და დიდი გამარჯვებაც მოუპოვებიათ. ამის შემდეგ მათ 40 წელი მშვიდობიანად უცხოვრიათ. ამ გამარჯვებისათვის დებორას ხოტბა შეუსხამს ჰიმნში, რომელიც ძველი აღთქმის პოეზიის საუკეთესო ნიმუშია. დებორას გმირობა მოთხრობილია „წიგნში მეშვიდე მსაჯულთა“. ამ თემაზე ცნობილია ჰენდელის ორატორია.

მსაჯული დებორა

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 418.
  • ა. ბეთოშვილი, ებრაელი ხალხის ისტორიიდან, თბ. 1991

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება