დასავლეთი ფრიზის კუნძულები

დასავლეთ ფრიზის კუნძულები (ნიდერლ. Waddeneilanden) — კუნძულთა ჯგუფი ჩრდილოეთის ზღვაში, ნიდერლანდების სანაპიროსთან. გამოჰყოფს ჩრდილოეთის ზღვას ვადენზეეს ყურისგან და შედის ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. გერმანიის სანაპიროსთან თანდათან გადადის აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულებში. კუნძულთა ჯგუფში დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ შედის: ტექსელი, ვლილანდი, ტერსხელინგი, ამელანდი, სხირმონიკოგი და დაუსახლებელი კუნძულები — როტიუმეროგი, როტიუმერპლატი და ზეიდერდეინტესი. აღმოსავლეთით მდებარე 3 კუნძულს ერთად როტიუმი ეწოდება. კუნძული ტექსელი ეკუთვნის ჩრდილოეთი ჰოლანდიის პროვინციას; ვლილანდი, ტერსხელინგი, ამელანდი და სხირმონიკოგიფრისლანდიის პროვინციას, ხოლო მცირე კუნძულები — როტიუმეროგი, როტიუმერპლატი და ზეიდერდეინტესიგრონინგენის პროვინციას.

დასავლეთ ფრიზის კუნძულები, ციფრებით აღნიშნულია:
1. ნორდერ-ჰაკსი
2. რიხელი
3. გრინდი
4. რიფი
5. ენგელსმანპლატი
6. სიმონსზანდი
7. როტიუმერპლატი
8. როტიუმეროგი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება