დასავლეთი მაიო-კების რეგიონი

დასავლეთი მაიო-კების რეგიონი (ფრანგ. Mayo-Kebbi Ouest, არაბ. منطقة مايو كيبي الغربي) — ჩადის რეგიონი. თავისი სახელწოდება რეგიონმა მიიღო აქ ჩამომდინარე მდინარე მაიო-კების გამო. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პალა. ფართობი — 14 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 569 087 ადამიანს.[1][2][3][4]

რეგიონი
დასავლეთი მაიო-კების რეგიონი
ფრანგ. Mayo-Kebbi Ouest
არაბ. منطقة مايو كيبي الغربي
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Pala
შიდა დაყოფა Lac Léré Department და Mayo-Dallah
კოორდინატები 9°21′48″ ჩ. გ. 14°54′36″ ა. გ. / 9.36333° ჩ. გ. 14.91000° ა. გ. / 9.36333; 14.91000
ფართობი 14 000 კმ²
მოსახლეობა 569 087 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 40,65 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია რედაქტირება

დასავლეთი მაიო-კების რეგიონი მდებარეობს ჩადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ტერიტორიულად შეესაბამება ყოფილი მაიო-კების პრეფექტურის მდებარეობას. რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთი მაიო-კების, ტანჯილეს და დასავლეთი ლოგონის რეგიონები. დასავლეთით და სამხრეთით გადის ჩადის სახელმწიფო საზღვარი კამერუნთან.

მოსახლეობა რედაქტირება

დასავლეთი მაიო-კების რეგიონში ცხოვრობენ მუნდანის, ფულბეს, ნგამბას ეთნიკური ჯგუფები.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით დასავლეთი მაიო-კების რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად — მაიო-დალაჰი (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან) და ლაკ-ლერე (4 ქვეპრეფექტურისაგან).

ეკონომიკა რედაქტირება

რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მეცხოველეობით, თევზჭერით, ბამბის მოყვანით.

სქოლიო რედაქტირება