დარლინგტონია (ლათ. Darlingtonia californica) — მწერიჭამია მცენარე სარაცენიასებრთა ოჯახისა. აქვს ყვითელი ყვავილები და კოლოფი მაყოფი. როზეტისებურად შეკრებილი ფოთლები, რომელთა სიგრძე 1 მ აღწევს, მწერების დასაჭერ ხაფანგებადაა გარდაქმნილი. ფოთლის შიგნითა ზედაპირზე ჯირკვლებია, რომლებიც ნექტარს გამოყოფენ.

დარლინგტონია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Ericales
ოჯახი:  სარაცენიასებრნი
ლათინური სახელი
Darlingtonia californica
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 39714

ფოთლის კედლები დაფარულია ბუსუსებით, რაც მწერს ხაფანგიდან ამოსვლის საშუალებას უსპობს. მწერი იღუპება ფოთლიდან გამოყოფილ სითზეში, შემდეგ კი იხრწნება ბაქტერიების მოქმედებით.

დარლინგტონია გავრცელებულია ჩრდილოეთ კალიფორნიიდან სამხრეთ ორეგონამდე. ხარობს ჭაობიან ნიადაგებზე.

ლიტერატურა რედაქტირება