დარკვეთი

სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

დარკვეთისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
დარკვეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ზოდი
კოორდინატები 42°19′29″ ჩ. გ. 43°19′49″ ა. გ. / 42.32472° ჩ. გ. 43.33028° ა. გ. / 42.32472; 43.33028
პირველი ხსენება [[XVIII საუკუნე]]
ცენტრის სიმაღლე 580
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 887[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დარკვეთი — საქართველო
დარკვეთი
დარკვეთი — იმერეთის მხარე
დარკვეთი

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 580 მეტრზე. ჭიათურიდან დაშორებულია 8 კმ-ით, ქუთაისიდან — 76 კმ-ით, თბილისიდან — 181 კმ-ით. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, გადის საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზა.

სოფლის მახლობლად არის დარკვეთის, სამგლეკლდის, ორმოების (კოჟების), სამელეკლდის, ძუძუანას მღვიმეები. სოფელს პირველად იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.).

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 887 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1134 574 560
2014[1]   887 424 463

არქეოლოგია რედაქტირება

სოფელ დარკვეთში ეხი გაითხარა 1968-1972 წლებში. გამოვლინდა 5 სხვადასხვა ფენა, რომლებშიც ნაპოვნია კაჟის, რიყის ქვისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღები, სამკაული, ძვლის ნაწარმი, კერამიკა, ჭურჭელი. სოფელში არის X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმ. გიორგის ეკლესია.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

დარკვეთში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თავდაპირველად იგი ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარსშემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

ლიტერატურა რედაქტირება

  • დოლიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 327.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 43
  • ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972

სქოლიო რედაქტირება