დანიური კრონი (დან. dansk krone) — ფულის ერთეული დანიაში, რომელიც ასევე მიმოქცევაშია გრენლანდიაში და ფარერის კუნძულებზე.

დანიური კრონი
დან. dansk krone
1000 დანიური კრონი
1000 დანიური კრონი
კოდი ISO 4217 DKK
ქვეყანა დანია
ოფიციალური
მომხმარებლები
დანიის დროშა დანია,
შედგება 100 ერე
სიმბოლო kr
მონეტები 50, 100, 200, 500 და 1000 დანიური კრონი.
ბანკნოტები 50 ერე, 1, 2, 5, 10 და 20 დანიური კრონა.
ცენტრალური ბანკი დანიის ეროვნული ბანკი
გაცვლითი კურსი
(2011 თვის)
1 USD = 5,1792 DKK
1 EUR = 7,4726 DKK
1 GBP = 8,2897 DKK

ეტიმოლოგია რედაქტირება

სიტყვა „კრონა“ შეესატყვისება ინგლისურ Crown-ს და ითარგმნება, როგორც გვირგვინი.

ისტორია რედაქტირება

სკანდინავიის ქვეყნებში სავალუტო ერთეულს წარმოადგენდა კრონი. თავდაპირველად, კრონი მხოლოდ ერთ-ერთი მონეტის დასახელება იყო და 8 მარკას უდრიდა. 1873 წელს კი იგი უკვე დანიის ეროვნული ვალუტის საერთო სახელწოდება გახდა. კრონის წინამორბედი ვალუტა რიგსდალერი იყო, რომლის შეცვლის აუცილებლობაც სკანდინავიის მონეტარული კავშირის ჩამოყალიბებამ გამოიწვია. შედეგად კი კრონი ოქროს სტანდარტში მოექცა, რომლის მიხედვით 1 კგ სუფთა ოქრო 2480 კრონას უტოლდებოდა.

სკანდინავიის მონეტარული კავშირის დაშლის შემდეგ არცერთ წევრ ქვეყანას — დანიას, ნორვეგიასა და შვედეთს ვალუტის სახელწოდება არ შეუცვლიათ. კავშირის დაშლის შემდეგ, დანია კვლავ დაუბრუნდა ოქროს სტანდარტს, თუმცა 1931 წელს საბოლოოდ უარი თქვა მასზე. სანაცვლოდ, ევროპულ კონტინენტზე ფაშისტური გერმანიის გავლენის გავრცელების შემდეგ, დანიელებს საკუთარი ვალუტის გერმანულ რეიხმარკაზე გეზირება მოუხდათ. ხოლო მეორე მსოფლიო ომისა და გერმანული ოკუპაციის დასრულების შემდეგ სწორება უკვე ბრიტანულ ფუნტზე აიღეს.

1973 წლის 1 იანვარს დანია ევროკავშირის წევრი გახდა. ევროპის კავშირის 12-მა ქვეყანამ ერთიანი ევროპული ვალუტის ევროს შექმნა გადაწყვიტა. თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დანია არ შეერთებია. 2000 წელს ჩატარებული რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ევროს შემოღებას დანიის მოქალაქეთა უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, დანიას საკუთარი ეროვნული ვალუტის შენარჩუნების უფლება მისცეს.

მონეტები რედაქტირება

1989 - 1993 დანიის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა მონეტები ნომინალით 25, 50 ერე, 1, 2, 5, 10 და 20 დანიური კრონი.

2008 წლის 1 ოქტომბერს მიმოქცევიდან ამოღებული იქნა 25 ერე.

ბანკნოტები რედაქტირება

1997 წელს დანიის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ბანკნოტების სერია, რომელსაც 2002 - 2005 წლებში დაემატა დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციები. დანიის ეროვნულმა ბანკმა 2006 წელს დაბეჭდა ბანკნოტების ახალი სერია, რომლის მთავარი თემაა ხიდები დანიაში. ბანკნოტების ახალ სერიაზე გდასავლა მოხდა 2009-2011 წლებში.

ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 50, 100, 200, 500 და 1000 დანიური კრონი.

2009-2011 წლის სერია რედაქტირება

2009-2011 წლის სერია
სურათი ნომინალი ფერი გამოშვების თარიღი
ავერსი რევერსი
    50 იასამნისფერი 11 აგვისტო 2009
    100 ნარინჯისფერი 4 მაისი 2010
    200 მწვანე 19 ოქტომბერი2010
    500 ცისფერი 15 თებერვალი 2011
    1000 წითელი 24 მაისი 2011

ფარერის კუნძულების კრონი რედაქტირება

ფარერის კუნძულების ავტონომიაში, დანიური ხურდა ფულია მიმოიქცევაში, თუმცა ქაღალდის ბანკნოტებს კუნძულებზე საკუთარს უშვებენ და მას ხშირად ფარერის კრონასაც კი უწოდებენ. თუმცა იგი დამოუკიდებელ ვალუტის ერთეულს არ წარმოადგენს და დანიური კრონის ბანკნოტების განსხვავებული დიზაინის კუპიურებად მიიჩნევა.

დანიური კრონი გრენლანდიაში რედაქტირება

2008 წელს გრენლანდიაში გამოვიდა გამორჩეული ბანკნოტები, თუმცა მსგავსად მათი ფარერელი ნათესავებისა, გრელანდიური კუპიურებიც ოფიციალურად მხოლოდ დანიური ვალუტის ნაირსახეობად ითვლება. ამ სტატუსის გამო, დანიური კრონები კანონიერი საგადამხდელო საშუალებაა როგორც ფარერების პატარა კუნძულებზე, ასევე უდიდეს კუნძულ – გრენლანდიაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება