დანდური (ლათ. Portulaca) — ერთწლოვანი მცენარეების გვარი დანდურისებრთა ოჯახისა. აქვს გართხმული ან წამოწეული, ძირიდანვე დატოტვილი ხორცოვანი ღერო და ფოთლები, უფრო ხშირად წვრილი კაშკაშა ყვითელი ყვავილები.

დანდური

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Portulaca

100-მდე (სხვა მონაცემებით 200-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. გვხვდება ველურად მოზარდი Portulaca oleracea, რომლის კულტურული ფორმების ფოთლებს (ზოგჯერ ყვავილებს) სანელებლად იყენებენ. ფრიად აბეზარი სარეველაა. შეიცავს C ვიტამინს.

საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მთის ქვედა სარტყლის დასახლებული ადგილების მახლობლად. მის ნორჩ ღეროსა და ფოთლებს ხმარობენ მხალად და მწნილად. დეკორატიული მცენარედ აშენებენ არგენტინულ და ბრაზილიურ Portulaca grandiflora-ს.

ლიტერატურა რედაქტირება