დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი

დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი — საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-11 ნომრად იღებდა მონაწილეობას. კავშირში იყვნენ მაშინდელი საქართველოს ინტელექტუალური საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არცერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას არ მიეკუთვნებოდნენ. სიაში იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, კოტე მაყაშვილი, ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ვახტანგ ღამბაშიძე და სხვები. სულ 10 კანდიდატი. საარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.

დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
ისტორია
დაფუძნდა ივლისი, 1918
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ლიტერატურა რედაქტირება

  • პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 58.