დალ-რიადა (გელ. Dál Riata) — ადრე შუასაუკენეების დროინდელი გელების სამეფო, რომელიც მოიცავდა შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროს (არგაილისა და ბიუტის ოლქის თანამედროვე ტერიტორია) და ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილს (თანამედროვე ანტრიმის საგრაფოს ტერიტორია).

შოტლანდიისა და ირლანდიის სატელიტური ფოტო, სადაც (ჩრდილში) ჩანს დალ რიადას მიახლოებითი საზღვრები.

V საუკუნის დამლევს მჭიდროდ დასახლებული ირლანდიის დალ-რიადას მიწებიდან ირლანდიელების ნაწილი აიყარა და ბრიტანეთის ჩრდილოეთში გადასახლდა. მათ იქ სამეფო დააარსეს, რომელსაც შოტლანდიის დალ-რიადა ეწოდა. 843 წელს პიქტებთან გაერთიანებით ჩამოყალიბდა შოტლანდიის სამეფო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება