დალბიუ-სედერშოგის ეროვნული პარკი

დალბიუ-სედერშოგი (შვედ. Dalby Söderskog) — პატარა ეროვნული პარკი სამხრეთ შვედეთში, სკონეს პროვინციაში, ლუნდის მუნიცილაპიტეტში, ქალაქ დალბიუს სიახლოვეს. მისი ფართობი 0,36 კმ²-ია და მოიცავს ფართოფოთლოვან ტყეს. შეიქმნა 1918 წელს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ ის პირველყოფილი ტყის ერთადერთი ნაშთი იყო. მანამდე, ამ არეალს საძოვრად იყენებდნენ. ნიადაგი ძირითადად კირქვასა და ცარცს შეიცავს, რისი წყალობითაც ფლორა საკმაოდ მდიდარია. განსაკუთრებით ბევრია გაზაფხულის ყვავილი. პარკის გარკვეულ ნაწილს გარს აკრავს უცნობი წარმომავლობის, შესაძლოა ციხესიმაგრის ნანგრევები.

დალბიუ-სედერშოგის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 55°40′ ჩ. გ. 13°19′ ა. გ. / 55.667° ჩ. გ. 13.317° ა. გ. / 55.667; 13.317
ფართობი 0,36 კმ²[1]
დაარსდა 1918 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო
დალბიუ-სედერშოგი აღნიშნულია რიცხვით 26

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Dalby Söderskog National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-26. ციტირების თარიღი: 2009-02-26.