დაკვირტვა ან ბლასტოგენეზიუსქესო გამრავლების ფორმა, რომლის დროსაც ახალი ორგანიზმი ვითარდება კვირტიდან, ერთ კონკრეტულ ადგილას უჯრედების გაყოფის გამო. ვინაიდან გამრავლების ეს ტიპი უსქესოა, წარმოქმნილი ორგანიზმი არის კლონი და თუ არ გავითვალისწინებთ მუტაციებს, იგი მშობლისეული ორგანიზმის იდენტურია.

Saccharomyces cerevisiae გამრავლება დაკვირტვით.

ჰიდრაში, კვირტი ვითარდება როგორც გამონაზარდი, უჯრედების სერიული გაყოფის გამო. ახლადწარმოქნილი ინდივიდები მომწიფებისას შორდებიან მშობლის სხეულს და ვითარდებიან დამოუკიდებელ ორგანიზმებად.

შინაგანი დაკვირტვა ან ენდოდიოგენეზი წარმოადგენს უსქესო გამრავლების ფორმას, რომელიც ახასიათებთ ისეთ პარაზიტებს, როგორიცაა Toxoplasma gondii.[1]

ენდოპოლიგენია არის შინაგანი დაკვირტვის გზით, მშობლისეული ორგანიზმის ერთდროულად მრავალ შვილეულ უჯრედად დაყოფა.

უჯრედის გამრავლება რედაქტირება

 
ჰიდრა ორი კვირტით.
 
ჰიდრას დაკვირტვა: 1. არარეპროდუცირებადი 2. კვირტის წარმოქმნა 3. შვილეული ორგანიზმის ზრდა 4. გაყოფის დასაწყისი 5. შვილეული ორგანიზმის მოწყვეტა 6. შვილეული კლონი.

ზოგიერთი უჯრედი დაკვირტვით, ასიმეტრიულად იყოფა, მაგალითად, Saccharomyces cerevisiae, საფუარის სახეობა, რომელიც გამოიყენება ცხობაში. ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება "მშობლისეული" და უფრო მცირე ზომის ,,შვილეული" უჯრედი. კრიოელექტრონულმა ტომოგრაფიამ ცოტა ხნის წინ გამოავლინა, რომ უჯრედებში მიტოქონდრიაც დაკვირტვით იყოფა

ცხოველების გამრავლება რედაქტირება

ზოგიერთ მრავალუჯრედოვან ცხოველში შთამომავლობა შეიძლება განვითარდეს როგორც დედის გამონაზარდი. ცხოველებს, რომლებიც მრავლდებიან კვირტით, მოიცავს მარჯნებს, ზოგიერთ ღრუბელს, და ექინოდერმის ლარვას.

ვირუსოლოგია რედაქტირება

ვირუსოლოგიაში, კვირტი არის ვირუსის გამოყოფის ფორმა, რომლითაც გარსიანი ვირუსები, უჯრედიდან გამოკვირტვის დროს მასპინძელი უჯრედის მემბრანისგან იძენენ გარე გარსს.

მცენარეთა გამრავლება რედაქტირება

სოფლის მეურნეობაში და მებოსტნეობაში, დაკვირტვა გულისხმობს ერთი მცენარის კვირტის მეორეზე გადანერგვას.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. James Desmond Smyth, Derek Wakelin (1994). Introduction to animal parasitology, 3, Cambridge University Press, გვ. 101–102. ISBN 0-521-42811-4. 
  2. Budding Plant Propagation Technique. plantpropagation.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-02. ციტირების თარიღი: 2023-10-01.