დათო პაპუაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

დათო პაპუაშვილი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1942 (1942-09-15) (81 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოტე (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის „ბრალდება“), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ჯამბაზი ალე ჰოპი (ა. სულაკაურის „სალამურა“), სამსონი (გ. სუნდუკიანის „პეპო“), მთქმელი (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ფაინშტეინი (ა. ჩხაიძის „სამიდან ექვსამდე“), კეიტსბი, ოსვალდი (შექსპირის „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“) სილიბისტრო (მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „გია მიდის ყამირზე“ (1963), „საერთო კედელი“ (1972),„წკიპურტები“(თანამშრომელი, ქურდი, 1973), „თვალი პატიოსანი“ (1976), „მონანიება“ (1984) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1996 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ჩემი რუსთაველის თეატრი : მოგონებები (ავტორი), თბ., კენტავრი, 2013, გვ 232 - ISBN: 978-9941-9331-9-6

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1992 გვ. 106-107;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება