დავით ტყეშელაშვილი

დავით ტყეშელაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

დავით ტყეშელაშვილი
დავით ტყეშელაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი, 2010 – 23 აპრილი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ გილაური
ვანო მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედითეიმურაზ ჯანაშია
მემკვიდრეანდრო ბარნოვი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 თებერვალი, 2009 – 25 ივნისი, 2010
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრინიკოლოზ გილაური
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრერამაზ ნიკოლაიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო, 2007 – 31 იანვარი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
წინამორბედივლადიმერ ჭიპაშვილი
მემკვიდრეალექსანდრე კვიტაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივლისი, 2006 – 30 აგვისტო, 2007
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიგიორგი პაპუაშვილი
მემკვიდრედავით ჩანტლაძე

დაბადებული16 ოქტომბერი, 1969 (1969-10-16) (54 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიასამართალმცოდნე

ბიოგრაფია რედაქტირება

განათლება რედაქტირება

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1987-1989 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 2005 წლიდან ედმუნდ მასკის სტიპენდიანტია. 2006 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

1993-1995 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. მუშაობდა უმრავლესობის ლიდერის მოადგილედ. 1998-2002 წლებში საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარეა. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2003 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.

2006 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. 2007 წლის 30 აგვისტოდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი.[1] 2008 წლის 31 იანვრიდან იყო სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში.[2] 2009 წლის 6 თებერვლიდან სათავეში ჩაუდგა, ახლად შექმნილ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს[3]. 2010 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
2006 – 2007
შემდეგი:
დავით ჩანტლაძე
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვლადიმერ ჭიპაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
2007 – 2008
შემდეგი:
ალექსანდრე კვიტაშვილი
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
2009 – 2010
შემდეგი:
რამაზ ნიკოლაიშვილი