დავით მორბედაძე

ქართველი არქიტექტორი

დავით მორბედაძე (დ. 18 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 19 მაისი, 2002) — ქართველი არქიტექტორი.

დავით მორბედაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1926(1926-11-18)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 19 მაისი, 2002(2002-05-19) (75 წლის)
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1951-2000 წლებში მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტში „თბილქალაქპროექტში“. იყო „საქსოფპროექტის“ მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: „მაღალმთიანი სოფელი გუდანი“ (1985, არქიტექორების მსოფლიოს ბიენალეზე — გრან-პრი), საცხოვრებელი სახლი მცხეთის ქუჩაზე (1962, რევაზ ბაირამაშვილთან და თეიმურაზ კანდელაკთან ერთად), კომპლექსი — უნივერმაღი „თბილისი“, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრი და მეტროპოლიტენის მიწისზედა ვესტიბიული თავისუფლების მოედანი (1967-1977 წლები, ავტორთა ჯგუფთან ერთად), ვახტანგ გორგასლის ძეგლის არქიტექტურა (1967, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტექტორ თეიმურაზ კანდელაკთან ერთად), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი გაგრაში (1980, ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება