დავით კვესელავა (დ. 25 აგვისტო, 1911, ლეციცხვაიე — გ. 6 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1936 წელს. 1952-1978 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ცენტრის დირექტორი, იკვლევდა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და გამოთვლითი მათემატიკის საკითხებს. 1966 წელს გამოსცა სახელმძღვანელო „კომპლექსური ცვლადის ფუნქციები“

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება