დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე.

დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 2006 – 5 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედიირაკლი ოქრუაშვილი
მემკვიდრევასილ სიხარულიძე

დაბადებული22 სექტემბერი, 1978 (1978-09-22) (45 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა თბილისში. 1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ხოლონში გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ებრაულ ენებს.

იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე გახდა. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სადაც ერთი პერიოდი ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსი იყო. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალა ირაკლი ოქრუაშვილი. ეს თანამდებობიდა დატოვა 2008 წლის 5 დეკემბერს. ჰყავს მეუღლე სოფიო ჩიქოვანი. 2019 წლის 5 სექტემბრიდან 2024 წლამდე ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება