დავით კაპანაძე (პოლიტიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაპანაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით კაპანაძე (დ. 16 თებერვალი, 1967, ლაგოდეხი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დავით კაპანაძე
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1967 (1967-02-16) (57 წლის)
დაბადების ადგილი ლაგოდეხი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით ავტომატიზაცია და კომპლექსური მექანიზაცია მანქანათმშენებლობაში. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლაგოდეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება