დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი („დოი“) (დ. 7 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

დავით დოიაშვილი

დოი
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1971 (1971-10-07) (52 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი. 1988-1994 წლები
პროფესია რეჟისორი
მშობლები მამა: თეიმურაზ დოიაშვილი
დედა: მიმოზა სოსელია
ჯილდოები თეატრალური პრემია "დურუჯი", 2010 წ.

ბიოგრაფია რედაქტირება

დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი დაიბადა თბილისში 1971 წლის 7 ოქტომბერს. მშობლები: დედა – მიმოზა სოსელია, მამა – თეიმურაზ დოიაშვილი, კრიტიკოსი. მისი და – მანანა დოიაშვილი არის დრამატურგი.

1994 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). სწავლის პერიოდში წარმატებას მიაღწია საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კინო-მსახიობთა თეატრში დადგა რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა” (1994).

1995 წელს დ. დოიაშვილი მიიწვიეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი 1998-2000 წლებში.

წარმატებული საგასტროლო გასვლების შედეგად დოიაშვილი მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ–პეტერბურგის მარინის თეატრში.

1994-1997 წლებში დავით დოიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თეატრალურ ინსტიტუტში.

რეჟისორი ყოველთვის ეხმაურება საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ თემებს, მაგალითად, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა” – ეს სპექტაკლი დაიდგა თავისუფალ თეატრში 2001 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

2004 წელს დავით დოიაშვილი დაინიშნა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.

დადგმული სპექტაკლები რედაქტირება

თეატრალური ინსტიტუტში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში:

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის ახალგაზრდულ თეატრში:

ბათუმის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში:

  • ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ (2005).

ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში:

სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრში:

თავისუფალ თეატრში:

მუსკომედიის თეატრში:

  • „იყო და არა იყო რა ... ანუ საშობაო ზღაპარი“
  • "„სახლი საზღვარზე“
  • „მუსიკის ჰანგები“
  • „რისთავი „გაყრა“
  • უილიამ შექსპირი „მაკბეთი“, (2010)
  • ედმონდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (2011)
  • მაქსიმ გორკი „ფსკერზე“ (2014)
  • რიონოსკე აკუტაგავა „ცხოვრება იდიოტისა“ (2015)
  • მარტინ მაკდონა „ბალიშის კაცუნა“ (2016)
  • მეფე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით „მე გადმოვცურავ ზღვას“ (2022)
  • ზურაბ ანტონოვი „შეყრა“ (2019)

პრემიები და ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება