დავით გოქაძე (დ. 12 აპრილი, 1964, ზესტაფონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დავით გოქაძე
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1964 (1964-04-12) (60 წლის)
დაბადების ადგილი ზესტაფონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1981-1989 მუშაობდა საავიაციო გაერთიანებაში. 1989-1992 წლებში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, კერძოდ იყო კოოპერატივ „სინათლის“ თავმჯდომარე. 1992-1995 იყო მისი საქმეთა მმართველი.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება