დავითი (მახარაძე)
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში — ირაკლი რომანის ძე მახარაძე; დ. 3 თებერვალი, 1960, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; ანგელოზის დღე — ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი (ღირსი დავით გარეჯელის ხსენება); კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
განათლება: | თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი | ||
დაბადების სახელი: | ირაკლი რომანის ძე მახარაძე | ||
დაბადება: | 2 მარტი, 1960 თბილისი | ||
ბერად აღკვეცა: | 28 ოქტომბერი, 1991 | ||
დიაკვნად კურთხევა: | 23 ნოემბერი, 1988 | ||
მღვდლად კურთხევა: | 25 დეკემბერი, 1988 | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 24 მაისი, 1992 | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 25 დეკემბერი, 1996 | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 28 ნოემბერი, 2000 |
ბიოგრაფია რედაქტირება
ირაკლი 1991 წლის 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მანამდე კი, 1988 წლის 23 ნოემბრიდან დიაკვანი, ამავე წლის 25 დეკემბრიდან კი მღვდელი იყო. 1992 წლის 24 მაისს ეპისკოპოსად აკურთხეს და ნიკორწმინდის ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა, ამავე წელს კი ბოდბის ეპარქიის წინამძღვრად,1993 წელს კი, ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1992 წლიდან 1995 წლამდე საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 1996 წლის 25 დეკემბერს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 2000 წლის 28 ნოემბერს, მღვდელმთავრის უმაღლესი წოდება — მიტროპოლიტობა მიანიჭეს.