დავიდ მარია სასოლი (იტალ. David Maria Sassoli; დ. 30 მაისი, 1956, ფლორენცია, იტალია — გ. 11 იანვარი, 2022) — იტალიელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. 2009 წლიდან იყო ევროპის პარლამენტის წევრი, ხოლო 2019 წლის 3 ივნისიდანევროპარლამენტის პრეზიდენტი. ჟურნალისტობის პერიოდში მუშაობდა გაზეთ „Il Giorno“-ში. იყო „TG3“-ის სიახლეების რეპორტიორი.

დავიდ მარია სასოლი
დავიდ მარია სასოლი
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივნისი, 2019 – 11 იანვარი, 2022
წინამორბედიანტონიო ტაიანი
მემკვიდრერობერტა მეცოლა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივლისი, 2009 – დღემდე

დაბადებული30 მაისი, 1956
ფლორენცია, იტალია
გარდაცვლილი11 იანვარი, 2022 (65 წლის)
მოქალაქეობაიტალიის დროშა იტალია
პოლიტიკური პარტიაიტალიის დემოკრატიული პარტია
განათლებაფლორენციის უნივერსიტეტი
საქმიანობაჟურნალისტი, პოლიტიკოსი
საიტიdavidsassoli.it

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰყავდა მეუღლე ალესანდრა ვიტორინი და ორი შვილი: ჯულიო და ლივია, იყო საფეხბურთო კლუბ „ფიორენტინას“ ფანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება