დავიდ არშაკიანი (სომხ. Դավիթ Արշակյան; დ. 16 აგვისტო, 1994, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით სტრაიკერი. იგი თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

დავიდ არშაკიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Դավիթ Արշակյան
დაბადების
თარიღი
16 აგვისტო, 1994 (1994-08-16) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სიმაღლე 163 სმ
სათამაშო
პოზიცია
სტრაიკერი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012 - 2013 მიკა 3 (0)
2015 - 2016 რიტერიაი 52 (34)
2016 - 2017 ჩიკაგო ფაირი 17 (0)
2018 ვაილე 5 (0)
2018 გორიცა 4 (0)
2019 ფაკელი 8 (0)
ეროვნული ნაკრები
2012 სომხეთის 19-წლამდელთა 3 (0)
2016 სომხეთის 21-წლამდელთა 1 (0)
2016 - სომხეთი 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

მიკა რედაქტირება

არშაკიანმა ორიფესიონალური კარიერა დაიწყო 2012 წელს, სომხურ კლუბ მიკაში; იგი სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში 3-ჯერ გამოჩნდა; მისი გუნდი ამ სეზონში 2012-13 წლის სომხეთის სუპერთასს დაეუფლა.[1]

ტრაკაი რედაქტირება

2015 წლის სეზონის დაწყებამდე არსაკიანი ლიტვურ კლუბ ტრაკაიში გადავიდა. მან A ლიგაში 35 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა; მათგან 6-ში დუბლი, ხოლო 3-ში ჰეთ-თრიკი გაიფორმა. იგი სეზონის საუკეთესო ბომბარდირს მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩებოდა. ამ სეზონში იგი აგრეთვე გამოჩნდა უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში 6-ჯერ (6 თამაშში მან გოლი გაიტანა).

2016 წელს მან ტრაკაის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობდა, სადაც 9 გოლი გაიტანა; 28 ივლისს უთენის უთენას წინააღმგედ ჰეთ-თრიკი შეასრულა.[1]

არშაკიანმა კლუბ ტრაკაიში სულ 52 თამაში ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

ჩიკაგო ფაირი რედაქტირება

2016 წლის 3 აგვისტოს ჩიკაგო ფაირიმ გამოაცხადა, რომ კლუბ ტრაკაისგან დავიდ არშაკიანი შეიძინა; მან აშაკიანს 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა (მესამე და მეოთრე სეზონის ოფციით).[1] ჩიკაგო ფაირიში მისი დებიუტი შედგა 2016 წლის 27 აგვისტოს, დი სი იუნაიტედის წინაააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში; იგი მაიკლ დე ლეის 56-ე წუთზე შეეცვალა; საბოლოოდ თამაში ჩიკაგოს სასარგებლოდ 6:2 დასრულდა.[2]

2017 წლის 18 დეკემბერს არშაკიანი და კლუბი ურთიერთშეთანხმების შედეგად კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.[3]

ვაილე რედაქტირება

2018 წლის 26 იანვარს დანიურმა კლუბმა ვაილემ გამოაცხადა, რომ მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით არშაკიანი დაიმატეს. მან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც იგი კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე რჩებოდა.[4]

საერთაშორისო კარიერა რედაქტირება

ახალგაზრდობაში არშაკიანი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ 19 და 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებში.[5] 2016 წლის აგვისტოში იგი მიიწვიეს სომხეთის უფროს გუნდში, 2018 წლის ფიფას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშის წინ.[6] 2016 წლის 4 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, დანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Chicago Fire Acquire Armenian International David Arshakyan. Chicago Fire (August 3, 2016). ციტირების თარიღი: August 28, 2016
  2. Ten-Man Chicago Fire Fall 6–2 at D.C. United. Chicago Fire (August 27, 2016). ციტირების თარიღი: August 29, 2016
  3. https://www.chicago-fire.com/post/2017/12/18/chicago-fire-soccer-club-and-forward-david-arshakyan-mutually-terminate-contract
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-27. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  5. Chicago Fire Sign Armenian Striker David Asrshakyan. TheScore (August 24, 2016). ციტირების თარიღი: August 29, 2016
  6. David Arshakyan: I’ll join Armenian national team on August 29. news.am. ციტირების თარიღი: 4 September 2016.