დავიდოვიჩის სახლი

დავიდოვიჩის სახლი (რუს. Дом Давидовича) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

დავიდოვიჩის სახლი
რუს. Дом Давидовича
კოორდინატები 47°12′31″N 38°56′33″E / 47.208606° ჩ. გ. 38.942596° ა. გ. / 47.208606; 38.942596
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი უორდენო კლასიციზმი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 34.

ისტორია რედაქტირება

ბერძნების ქუჩა ნომერ 34-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ცნობილია სახლის მფლობელები და მაცხოვრებლები. აგურის სახლი აგებულია 1897 წლის პროექტის მიხედვით სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კანდიდატის, დავიდ-შეილ აბრამ დავიდოვიჩის დაფინანსებით[1]. 1897 წელს მის ოჯახში (მეუღლე ალექსანდრა) დაიბადა შვილი, რომელსაც დაარქვეს სიმონი.

ამ სახლთან ერთად 1910 წელს ააგეს შენობა თეთრი აგურისაგან, რომელიც შეფასებული იყო 80 ათას რუბლად. იგი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ალფერაკის სასახლე. ამჟამად მასში განთავსებულია კავშირგაბმულობის ცენტრალური განყოფილება.

1925 წლამდე ბერძნების ქუჩა ნომერ 34-ში მდებარე სახლი იყო ალექსანდრა დავითის ასულის, მარია სიმონის ასულისა და ანასტასია დავითის ასული დავიდოვიჩის კუთვნილება.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად სახლი გამოთავისუფლებულია და იყიდება.

არქიტექტურა რედაქტირება

ბერძნების ქუჩა ნომერ 34-ში მდებარე სახლს გააჩნია П-ს მსგავსი დაგეგმარება. ფასადზე განთავსებულია ექვსი ფანჯარა. სახლი აგურითაა ნაგები და აქვს ასიმეტრიული კონსტრუქცია. სახურავი ოთხფერდაა. გვერდითა კედლები შელესილია და ფანჯრების გარეშეა. შენობის ფასადი და ცოკოლი რუსტირებულია. სახლი შერებილია ყვითელ ფერში, ხოლო ცოკოლი მუქ ნაცრისფერად. მცირე არქიტექტურული ელემენტები კი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. მთავარი შესასვლელი სახლის მარცხენა ნაწილში მდებარეობს. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯრებს აქვს საკუთხა ფორმის ფრონტონი და ატიკა. მთავარი შესასვლელის თავზე ასევე დგას ფიგურული სანდრიკები[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой… (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Собрание фасадов Его Императорского Величества, высочайше апробированных для частных строений в городах Российской империи. Ч. 1-4. СПб., 1809—1812.
  2. Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.